საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №521
2004 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №445 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №445 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №445 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს თეატრთან ხელშეკრულება თეატრისათვის თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის № 99/1-ში მდებარე შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.
მ. სააკაშვილი