“საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეების, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯიოლდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
514
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-11-16
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.002.003
“საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეების, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯიოლდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №514

2004 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 დეკემბრის №810 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის დეკემბერი) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებისა და იარაღით დაჯილდოების საკითხთა განმხილველი კომისია:

დავით მაღრაძე – მწერალი, კომისიის თავმჯდომარე

სოზარ სუბარი – საქართველოს სახალხო დამცველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ანდრიაძე – საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი

მამუკა გონგაძე – მხატვარი, ჰერალდიკის სპეციალისტი

დავით დარჩიაშვილი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

გუგული კვანტალიანი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი

გიორგი სურგულაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების სამსახურის უფროსი

ლაშა ტუღუში – გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი

ნატალია ყანჩელი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

ლევან ჭოლაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია