„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
459
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-22
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №459

2004 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 09.09.2004 წ., №98, მუხ. 837) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოპეის კომიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოლოგიის კომიტეტის სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის შექმნას კომისია, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 29 ოქტომბრისა.“;

ბ) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 29 ოქტომბრიდან.“.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია