„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
449
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-15
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.08.002.003
„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №449

2004 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის საფუძველზე:

1. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №62, მუხ. 525) შემდეგი რედაქციის მე-2 პუნქტი:

„2. დაწესდეს, რომ წმინდა მოგებიდან მიღებულ თანხას სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ ხუთი წლის განმავლობაში სრულად მიმართავს მაგისტრალური გაზსადენების ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსული მონაკვეთების აღსადგენად და სარეაბილიტაციოდ.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია