„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
446
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-10
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.003
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №446

2004 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებით  (სსმ III, 2004 წ., №69, მუხ. 614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად არის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.

2. მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ახორციელებს ავტომაგისტრალების პატრულირებას, ავტო-მოტო-ტრანსპორტის რეგისტრაციას, მართვის უფლების მინიჭების შესახებ მოწმობების, ხოლო დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის თაობაზე ნებართვების გაცემას, აწარმოებს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი დანაშაულის საქმეებზე ატარებს მოკვლევას (გარდა მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა), ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, იყენებს სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია