"ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული თვითმფრინავების „იაკ-42 (4L-AAM)“ და „იაკ-42 (4L-AAღ)“ შპს „აირზენა” საქართველოს ავიახაზებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
440
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-10-06
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-10
სარეგისტრაციო კოდი
010.280.000.08.002.003
"ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული თვითმფრინავების „იაკ-42 (4L-AAM)“ და „იაკ-42 (4L-AAღ)“ შპს „აირზენა” საქართველოს ავიახაზებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №440

2004 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული თვითმფრინავების „იაკ-42 (4L-AAM)“ და  „იაკ-42 (4L-AAR)“ შპს „აირზენა“ საქართველოს ავიახაზებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზების შესახებ

სახელმწიფო საჭიროებისათვის განსახორციელებელი ლიტერული რეისები და ამ მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავების შენახვა უკავშირდება მნიშვნელოვან საბიუჯეტო დანახარჯებს. ამ გარემოების გათვალისწინებით, ცნობად იქნეს მიღებული ქ. ბათუმის მერიის წინადადება ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული თვითმფრინავების „იაკ-42 (4L-AAM)“ და „იაკ-42 (4L-AAR)“ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეტანისა და მათი პირდაპირი მიყიდვის ფორმით განკარგვის თაობაზე და ამასთანავე, მყიდველის მიერ სახელმწიფო ლიტერული რეისების შეღავათიანი სატარიფო სისტემით მომსახურების უზრუნველყოფის პირობით:

1. ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული თვითმფრინავები „იაკ-42 (4L-AAM)“ და „იაკ-42 (4L-AAR)“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 99 000 (ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარად გადაეცეს შპს „აირზენა“ საქართველოს ავიახაზებს. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რეისები უნდა განხორციელდეს ბათუმის აეროპორტიდან და უნდა მოხდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

2. აღნიშნული ბრძანებულების შესრულების მიზნით, ქ. ბათუმის მერიამ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია