„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
404
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2016-11-17
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ”

(ძალადაკარგულია - 17.11.2016, №298)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №404

2004 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

3. (ამოღებულია – 16.05.2011, №255)

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის ბრძანებულება №2 55 -ვებგვერდი, 16 .0 5 .2011წ.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:

ა) დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულება;

ბ) დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელი.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის ბრძანებულება №2 55 -ვებგვერდი, 16 .0 5 .2011წ.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია