„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის ლიკვიდაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
403
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-28
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის ლიკვიდაციის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №403

2004 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების საფუძველზე:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საინოვაციო ეროვნული სამსახური – საქინოვაცია.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის ლიკვიდაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 აპრილის №150 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია