„უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №241 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
402
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-28
სარეგისტრაციო კოდი
480.270.000.08.002.003
„უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №241 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №402

2004 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

„უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №241 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების საფუძველზე:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ორ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის ლიკვიდაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №241 ბრძანებულება.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კახა ბენდუქიძემ.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია