„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩომოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
376
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-01
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩომოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №376

2004 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

1. შეუწყდეთ უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ფარმაკოპეის კომიტეტსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ფარმაკოლოგიის კომიტეტს.

2. „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოპეის კომიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოლოგიის კომიტეტის სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის შექმნას კომისია, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 29 ოქტომბრისა.

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 21 ოქტომბრის №459 ბრძანებულება - სსმ III,  №119 22.10.2004 წ., მუხ.1028

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოპეის კომიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოლოგიის კომიტეტის სალიკვიდაციო ბალანსისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 29 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 21 ოქტომბრის №459 ბრძანებულება - სსმ III,  №119 22.10.2004 წ., მუხ.1028

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 21 ოქტომბრის №459 ბრძანებულება - სსმ III,  №119 22.10.2004 წ., მუხ.1028

2. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2010  წლის 1 ნოემბრის ბრძანებულება№875  - სსმ III,  №141, 01.11.2010 წ., მუხ.2021

კრებსითი — სრული ვერსია