`საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
364
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-31
სარეგისტრაციო კოდი
130.010.000.05.002.003
`საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №364

2004 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო   უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ნაწილებისა და ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, დამატებითი ნორმის სახით, დაუწესდეთ დღიური კვების ხარჯები:

ა) სპეციალური ოპერაციების ცენტრისა და კონტრტერორისტული დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 5,80 (ხუთი ლარი და 80 თეთრი) ლარი;

ბ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლებს ორჯერადი კვებისათვის (სადილი, ვახშამი) – 4,10 (ოთხი ლარი და 10 თეთრი) ლარი.

2. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია