საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №330
2004 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 18 ივლისის №355 ბრძანებულების „პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 18 ივლისის №355 ბრძანებულება „პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“.
მ. სააკაშვილი