„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წლის 20 იანვრის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების დამატებითი ოქმის“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
328
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-14
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-19
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.003
„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წლის 20 იანვრის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების დამატებითი ოქმის“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №328

2004 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წლის 20 იანვრის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების დამატებითი ოქმის“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. თეირანში 2004 წლის 7 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წლის 20 იანვრის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების დამატებითი ოქმი“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დამატებითი ოქმის ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დამატებითი ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია