„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
327
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-13
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.05.002.003
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №327

2004 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის  14თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №17,  მუხ. 167) და დებულების მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიისა და საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია