,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 მარტის №105 და „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
320
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 მარტის №105 და „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №320

2004 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 მარტის №105 და „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ საინვესტიციო პროექტების შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 მარტის №105 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შედგება რვა წევრისაგან თავმჯდომარის ჩათვლით, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. სამეთვალყურეო საბჭოს 6 წევრი ინიშნება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ერთი „საქართველოს პარლამენ­ტიდან და ერთი „არასამთავრობო ორგანიზაციიდან“.

2. ,,საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულების მე-3 პუნქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

დავით ამაღლობელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოად­გილე – საბჭოს მდივანი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის მინისტრი

ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეგიო­ნალური პოლიტიკისა და ადგილობ­რივი თვითმმარ­თველობისა და მმართვე­ლობის ორგანო­ე­ბთან ურთიერთობის საკითხებში

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ანი ქათამაძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

გიგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია