„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
319
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  040.030.000.05.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №319

2004 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №154 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №51, მუხ. 414) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-3 პუნქტით შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ავთანდილ ფავლენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

დავით ოსეფაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის მთავარი რედაქტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ერემია გრიგალაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის სამეურნეო საქმიანობის სპეციალისტი

ნონა კაკულია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს კონსულტანტი

მირიან მდივანი – საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების დეპარტა­მენ­ტის განყოფილების უფროსი

ნინო ყუშიტაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის მოლარე-ბუღალტერი

ავთანდილ ხარატი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის იურისტი.

2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 17 სექტემბრისა.“.

3. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 17 სექტემბრიდან.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია