საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №304
2004 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 94 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში - თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 94 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 94 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
3. ქალაქ თბილისის მთავრობამ (ბ. ბრეგაძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება თეატრისათვის თბილისში, რუსთაველის გამზირის №2-ში მდებარე შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.
4. ცნობად იქნეს მიღებული ქალაქ თბილისის მთავრობის წინადადება და „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე თეატრის დაფინანსება განხორციელდეს ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 4 ივნისის ბრძანებულება № 4 94 - ვებგვერდი, 27 .0 6 .2013წ.