საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №275
2004 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიული დღესასწაულის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 სექტემბრის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიული დღესასწაულის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 სექტემბრის №399 ბრძანებულების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2002 წელი, №90) ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, დაწესდეს „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის მუშაკთა დღე“ და აღინიშნოს ყოველი წლის ივლისის მესამე კვირა დღეს“.
მ. სააკაშვილი