საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №261
2004 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია.
2. (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №90, სსმIII, №21, 22.02.2005წ., მუხ.198
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციისათვის გადაცემა.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №90, სსმIII, №21, 22.02.2005წ., მუხ.198
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის წესდება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №90, სსმIII, №21, 22.02.2005წ., მუხ.198