„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის №393 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
252
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-07
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.05.002.002.197
„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის №393 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №252

2004 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის №393 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის №393 ბრძანებულებით დამტკიცებულ (სსმ III, 2001 წ., №104, მუხ. 752) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პიროვნება, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.“;

ბ) წესდების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შეადგინოს მიმღები კომისიის შემადგენლობა, მიმღები კომისიის გადაწყვეტილებით დაამტკიცოს საგნობრივი კომისიების თავმჯდომარეები და თავმჯდომარეების წარდგინებით – საგნობრივი კომისიების შემადგენლობები.“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია