„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე``

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-02
სარეგისტრაციო კოდი
480.070.000.05.002.002
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე``

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №240

2004 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III, 2004 წ., №61, მუხ. 532) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

ა) ბრძანებულებას დაემატოს 11 პუნქტი:

,,11. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში და საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდეს:

ა) საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში;

ბ) საქართველოს საელჩო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში;“

ბ) აღნიშნული ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის 22-ე და 25-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში“

„25. საქართველოს საელჩო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია