საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №224
2004 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №448 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში – თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №448 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №448 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
3. (ამოღებულია – 14.06.2013, №448).
4. (ამოღებულია – 14.06.2013, №448).
5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება თეატრისათვის შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები :
1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №448 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.