,,საქართველოს პრეზიდნტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე``

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
220
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-06-14
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.05.002.002
,,საქართველოს პრეზიდნტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე``

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №220

2004 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №17, მუხ. 167) დამტკიცებული ადმინისტრაციის დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია