სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №161
2004 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით, აგრეთვე მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე:
1. სტრატეგიული დანიშნულების მოლსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ჟვანია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე)
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე)
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
ვახტანგ გოლიაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
თამარ ლებანიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
იოსებ მაზმიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიხეილ ქარელი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში
ოთარ ქველიძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ბათუ ქუთელია – საქართველოს სახელმწიფო უშიშრობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ლერი ჭითანავა – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №260 ბრძანებულება - სსმ III, №70, 12.07.2004 წ., მუხ.623
2. კომისიასთან მისი მუშაობის უწყვეტობისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის (ნ. ვაშაკიძე) ხელმძღვანელობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი უწყებებში საკითხზე მომუშავე პასუხისმგებელი პირების შემადგენლობით.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე), საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა (ო. ქველიძე) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპით განახორციელონ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, ურთიერთგაცვლა და შესაბამისი ოპერატიული მომსახურება.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №260 ბრძანებულება - სსმ III, №70, 12.07.2004 წ., მუხ.623
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 დეკემბრის №709 ბრძანებულების პირველი, მე-2, მე-6–12 პუნქტები და ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ 1999 წლის 16 თებერვლის №59 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №260 ბრძანებულება - სსმ III, №70, 12.07.2004 წ., მუხ.623