,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის`` ლიკვიდაციის შესახებ``

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
154
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-11
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის`` ლიკვიდაციის შესახებ``

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №154

2004 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

1. გაუქმდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური“ (შემდგომში – სამსახური).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის (საქინფორმი) რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 1 ივლისის №284 ბრძანებულება.

1. ბრძანებულების მე-3 პუნქტით შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ავთანდილ ფავლენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

დავით ოსეფაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის მთავარი რედაქტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ერემია გრიგალაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის სამეურნეო საქმიანობის სპეციალისტი

ნონა კაკულია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს კონსულტანტი

მირიან მდივანი – საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების დეპარტა­მენ­ტის განყოფილების უფროსი

ნინო ყუშიტაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის მოლარე-ბუღალტერი

ავთანდილ ხარატი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმა­ციო სამსახურის იურისტი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №319  ბრძანებულება - სსმ III, №85, 12.08.2004  წ., მუხ.740

4. კომისიამ (ა. ფავლენიშვილი) უზრუნველყოს:

ა) სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) თანამშრომელთა გათავისუფლება კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს სალიკვიდაციო ბალანსისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.

6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ი. რეხვიაშვილი) უზრუნველყოს სამსახურის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების შემდგომი განაწილების თაობაზე წინადადებების წარმოდგენა.

7. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 17 სექტემბრისა.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №257  ბრძანებულება - სსმ III, №70, 12.07.2004  წ., მუხ.627

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №319  ბრძანებულება - სსმ III, №85, 12.08.2004  წ., მუხ.740

8. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომის მეშვეობით, რომელიც იმართება ორ კვირაში ერთხელ მაინც. კომისიის თავმჯდომარე საჭიროების შემთხვევაში იწვევს რიგგარეშე სხდომას.

9. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

10. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

11. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 17 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №257  ბრძანებულება - სსმ III, №70, 12.07.2004  წ., მუხ.627

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №319  ბრძანებულება - სსმ III, №85, 12.08.2004  წ., მუხ.740

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №257  ბრძანებულება - სსმ III, №70, 12.07.2004  წ., მუხ.627

2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №319  ბრძანებულება - სსმ III, №85, 12.08.2004  წ., მუხ.740

 

 

კრებსითი — სრული ვერსია