საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №140
2004 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს თანდართული ესკიზებისა და აღწერილობის მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების შემდეგი საბრძოლო დროშები და ემბლემები:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი;
ბ) საქართველოს სამხედრო სეფე დროშა;
გ) საქართველოს სახმელეთო ძალების დროშა;
დ) საქართველოს საზღვაო თავდაცვის ძალების დროშა;
ე) საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების დროშა;
ვ) საქართველოს ეროვნული გვარდიის დროშა;
ზ) თავდაცვის მინისტრის შტანდარტი;
თ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შტანდარტი;
ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების:
ი.ა) დროშა;
ი.ბ) სპეციალური დანიშნულების ბატალიონის დროშა;
ი.გ) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის დროშა;
ი.დ) მოიერიშე ბატალიონის ,,ივერიონის“ დროშა;
ი.ე) სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის დროშა;
ი.ვ) უზრუნველყოფის ბატალიონის დროშა ;
კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 მაისის ბრძანებულება №332-სსმIII, №58, 24.05.2010წ., მუხ.891
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 23 მაისის ბრძანებულება № 336 - ვებგვერდი, 23 .05.2013წ.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №715, სსმIII, №99, 25.08. 2005წ., მუხ.1113
2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 მაისის ბრძანებულება №332-სსმIII, №58, 24.05.2010წ., მუხ.891
3. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 23 მაისის ბრძანებულება №336 - ვებგვერდი, 23.05.2013წ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი
თავდაცვის სამინისტროს გერბი წარმოადგენს ხუთჯვრიანი დროშის სიმბოლოს, რომელიც გამოსახულია გერბის ცენტრში. გარშემო გამოსახულია დაფნის გვირგვინი, ზენიტში რვაქიმიანი ვარსკვლავი. გერბის ზედა ველზე გამოსახულია წარწერა: „ თავდაცვის სამინისტრო“, ხოლო ქვედა ველზე – „ საქართველო.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №715, სსმIII, №99, 25.08. 2005წ., მუხ.1113
დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.
დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – სპეციალური დანიშნულების ბატალიონი, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.
დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.
დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი, ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.
დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.
დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების მოიერიშე ბატალიონის ,,ივერიონის“ გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა – მოიერიშე ბატალიონი ,,ივერიონი“, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.
დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.
დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.
დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.
დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების უზრუნველყოფის ბატალიონის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა – უზრუნველყოფის ბატალიონი, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.
პლანშეტი კ
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა
ემბლემა არის მრგვალი ჰერალდიკური ფარი შავი არშიით. ფარის ცენტრში გამოსახულია ოქროსფერი ბუ - სიბრძნის, შორსმჭვრეტელობის, ინტუიციისა და ინტელექტის სიმბოლო. ფარის ზედა ნაწილზე გამოსახულია ჰერალდიკური ჯვარი (ოქროსფერი), ფარის ქვედა ნაწილზე კი - ოქროსფერი ისარი - საბრძოლო მხარდაჭერის სიმბოლო და ოქროსფერი გასაღები - დახურულის გახსნისა და საიდუმლოს ამოხსნის სიმბოლო. ფარს ორი ოქროსფერი ქობა შემოუყვება, რომლის შავ ველზე გამოსახულია ოქროსფერი წარწერები: „ საქართველო“ და „სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი“ . წარწერები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორი ოქროსფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავით.
შენიშვნა: საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემის გამოყენების წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 23 მაისის ბრძანებულება № 336 - ვებგვერდი, 23 .05.2013წ.