საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №114
2004 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლებიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აპრილის №148 ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ“.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 2 ნოემბრის №475 ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს შექმნის შესახებ“.
3. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ“.
4. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ძალაში შევიდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი