საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №113
2004 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულება „საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ“.
2. 1999 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულება „საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე.“.
3. 1999 წლის 31 დეკემბრის №703 ბრძანებულება „საქართველოში აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის რეალიზაციის მოწესრიგების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.
მ. სააკაშვილი