საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №112
2004 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
„საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 ნოემბრის №483 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 ნოემბრის №483 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი