საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №193
2004 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
რ. გიგილაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს რევაზ გიგილაშვილს, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით და ტექსტის პარაფირებისათვის.
მ. სააკაშვილი