მ. უკლებასათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
689
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-12-14
გამოქვეყნების თარიღი
1999-01-28
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.001.
მ. უკლებასათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №689        

1998 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

მ. უკლებასათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრს მიხეილ უკლებას მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გადააფორმოს რეკონსტრუქციისა და განვითარების რუსულ-ქართულ ბანკთან (შემდგომში – მმართველი კომპანია) 1995 წლის დეკემბერში გაფორმებული ხელშეკრულება ქ. ზესტაფონის გ.ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, საქართველოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკება მმართველ კომპანიასთან და ხელი მოაწეროს აღნიშნულ ხელშეკრულებას შემდგომში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღწეულ ცვლილებათა გათვალისწინებით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია