საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №75
2004 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
�საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ� ქ. მოსკოვში 2004 წლის 11 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. მოსკოვში 2004 წლის 11 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება �საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ�.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (თ. ჯაფარიძე):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი