საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №37
2004 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში რეფორმებისათვის საფუძვლების მომზადებისა და საქმიანობის ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით:
1. „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი