საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №662
2003 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 დეკემბრის №536 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სისტემაში ორგანიზაციული და სტრუქტურული საკითხების სრულყოფის მიზნით:
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 დეკემბრის №536 (სსმ III, №126, 2002 წელი) ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მომუშავეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 66 საშტატო ერთეულით, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის – 13 საშტატო ერთეულით და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის – 7 საშტატო ერთეულით.”;
ბ) ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგი
| № | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1. | სამსახურის უფროსი | 1 | 500.00 |
| 2. | სამსახურის უფროსის მოადგილე | 1 | 480.00 |
| 3. | განყოფილების უფროსი | 3 | 430.00 |
| 4. | სამდივნოს უფროსი | 1 | 430.00 |
| 5. | მთავარი მრჩეველი | 1 | 430.00 |
|
| სულ სამსახურში: | 7 |
|
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე