,,სუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის შესახებ`` ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგაების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
653
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-05
სარეგისტრაციო კოდი
480.260.000.05.002.002
,,სუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის შესახებ`` ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგაების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №653

2003 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის შესახებ“ ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი „სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (თ. ჯაფარიძე):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს სუუამის მონაწილე სახემწიფოებს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

კრებსითი — სრული ვერსია