საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №604
2003 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზ. ნოღაიდელისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, რომ ხელი მოაწეროს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (კრედიტების საგარანტიო ფონდის თაობაზე) შეთანხმებას.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. ბურჯანაძე