,,ჩინური წარმოების მატერიალურ საშუალებათა შემოსატანად გამოყოფილი გრანტის ათვისების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
560
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2003-11-19
სარეგისტრაციო კოდი
190.020.060.05.002.002
,,ჩინური წარმოების მატერიალურ საშუალებათა შემოსატანად გამოყოფილი გრანტის ათვისების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №560

2003 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ჩინური წარმოების მატერიალურ საშუალებათა შემოსატანად გამოყოფილი გრანტის ათვისების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 დეკემბრის № 523 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ჩინური წარმოების მატერიალურ საშუალებათა შემოსატანად გამოყოფილი გრანტის ათვისების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 დეკემბრის №523 ბრძანებულებით დამტკიცებულ „2001 წლის 13 აპრილს ჩინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტიდან 2 მილიონი ჩინური იუანის ათვისების მექანიზმში“ (სსმ III, 2002წ., №1, მუხ.1) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ტექსტში გამოყენებული ცნებების მე-9 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სალიზინგო საზღაური – მომხმარებლის მიერ ლიზინგის საგანში გადასახდელი თანხა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ლიზინგის საგნის საბაზრო ფასის მინიმუმ 100 პროცენტი“.

2. პირველი მუხლის – „ზოგადი დებულებები“ – მეოთხე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომხმარებელი ლიზინგის საგანში იხდის სალიზინგო საზღაურს – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ლიზინგის საგნის საბაზრო ფასის მინიმუმ 100 პროცენტს; მანქანა-დანადგარების დამონტაჟებიდან 7 წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად, თანაბარ ნაწილებად. გადახდის თავისუფალი პერიოდი – პროდუქციის დამონტაჟებიდან 3 წელი.“.

3. მე-3 მუხლის – „ლიზინგის ხელშეკრულების დადების ზოგადი პირობები“ – მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიზინგის საგანში მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს სალიზინგო საზღაური, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ლიზინგის საგნის საბაზრო ფასის მინიმუმ 100 პროცენტი (ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის იუანსა და ლარს შორის არსებული კურსით ლარებში).“.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მე-3 მუხლის – „ლიზინგის ხელშეკრულების დადების ზოგადი პირობები“ – მე-5 აბზაცი: „ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს სალიზინგო საზღაურის პირველი ნაწილი –  არანაკლებ 10 პროცენტისა.“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია