საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №561
2003 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
დ. დონდუასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება ნატოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დავით დონდუას, რათა ხელი მოაწეროს „საქართველოსა და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების ორგანიზაციას (ნამუმო) შორის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის“ B დანართს.
ე. შევარდნაძე