საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №548
2003 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. (ძალადაკარგულია - 08.06.2005, №473).
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება და მისთვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა.
4. ბრძანებულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473 - სსმ III, №69, 10.06.2005წ., მუხ.746