საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
537
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №537

2003 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №444 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში – თეატრი).

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №444 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №444 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

3. (ამოღებულია – 14.06.2013, №444 ).

4. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება და გადასცეს უძრავი და მოძრავი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომ თეატრის დაფინანსება კანონმდებლობის შესაბამისად ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვრულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები) გამოიყოს ცალკე სტრიქონად.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №444 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

კრებსითი — სრული ვერსია