საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №515
2003 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ტანსაცმლის ფორმისა და განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების შესახებ
1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ტანსაცმლის ფორმისა და განმასხვავებელი ნიშნების თანდართული ნიმუშები.
2. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ტანსაცმლის ფორმით უზრუნველყოფა განხორციელდეს 2004 წლიდან საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე.
ე. შევარდნაძე