საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
493
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-30
სარეგისტრაციო კოდი
040.030.050.05.002.002
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №493

2003 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაცია 2003 წლის 15 ოქტომბერს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს:

ა) საგანგებო ლეგიონის სალიკვიდაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრა;

ბ) ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა.

3. კომისიამ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს საგანგებო ლეგიონის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია და ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის ორგანიზება, აგრეთვე საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება.

4. კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანების სრულად შესრულებამდე.

5. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა.

ე. შევარდნაძე  

კრებსითი — სრული ვერსია