საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №464
2003 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
თ. ბერიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს თეიმურაზ ბერიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მომზადებაში დახმარების შესახებ“ შეთანხმებას.
ე. შევარდნაძე