„მძევლების აყვანის წინააღმდეგ“ ქ. ნიუ-იორკში 1979 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
460
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-30
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.002
„მძევლების აყვანის წინააღმდეგ“ ქ. ნიუ-იორკში 1979 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №460

2003 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მძევლების აყვანის წინააღმდეგ“ ქ. ნიუ-იორკში 1979 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ნიუ-იორკში 1979 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენცია „მძევლების აყვანის წინააღმდეგ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო კონვენციის ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს აღნიშნული საერთაშორისო კონვენციის ძალაში შესვლისათვის საჭირო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია