„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
450
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-17
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.05.002.002
„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №450

ქ. თბილისი 2003 წლის

17 სექტემბერი

„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისა“ და მის სისტემაში შემავალი კომპანიებისა და საწარმოების ფინანსური მდგომარეობის ოპტიმიზაციის, მაგისტრალური გაზსადენების სარეაბილიტაციოდ ფულადი რესურსების მოზიდვის, გაზის დანაკარგების თავიდან აცილებისა და ქვეყნის უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით:

1. „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №262 ბრძანებულებას (სსმ III, 24.06.2003 წ., №61, მუხლი 525) დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესდეს, რომ წმინდა მოგებიდან მიღებულ თანხას სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ ხუთი წლის განმავლობაში სრულად მიმართავს მაგისტრალური გაზსადენების ამორტიზირებული და მწყობრიდან გამოსული მონაკვეთების აღსადგენად და სარეაბილიტაციოდ“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია