საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
402
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-08-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-24
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №402

2003 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 92 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის ბაზაზე  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის   პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი  (შემდეგში - თეატრი).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 92 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.

2. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) თეატრის დებულების დამტკიცება;

ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის   სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხის მიხედვით ყოველწლიურად განსაზღვროს თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები) და იგი ბიუჯეტში  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში გამოიყოს ცალკე სტრიქონად.

ე . შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 4 ივნისის ბრძანებულება № 4 92 - ვებგვერდი, 27 .0 6 .2013წ.

კრებსითი — სრული ვერსია