„საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის №294 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
337
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-14
სარეგისტრაციო კოდი
120.100.000.05.002.002
„საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის №294 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №337

2003 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის №294 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წეს­დების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის #294 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს წესდების 44-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 45-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 46-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 54-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 56-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 58-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 59-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 75-ე მუხლი  და #4 დანართი „სადისციპლინო წესით დასჯილი სამხედრო მოსამსახურეების დაპატიმრების სისრულეში მოყვანის წესი“.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) შეიმუშაოს და ერთ თვეში დასამტკიცებლად წარმოადგინოს საქარ­თველოს კონსტიტუციასა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების პროექტი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია