საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
454
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-09-22
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-23
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №454

2003 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ

  1. ევროპის ქვეყნების მიერ საზაფხულო დროის შემოღებისა და გაუქმების შეთანხმებული ვადების (ბრიუსელი, 2001 წლის იანვარი) გათვალისწინებით, 2003 წლის 26 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუქმდეს საზაფხულო დრო (03 საათზე მოხდეს საათის ისრების გადაწევა ერთი საათით უკან).

  2. ნება დაერთოთ საქართველოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიზანშეწონილობის შემთხვევაში სამუშაო დრო შეამცირონ ერთი საათით, საღამოს საათების ხარჯზე.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია