დიდგორობის დღის დაწესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
439
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-10
სარეგისტრაციო კოდი
270.060.000.05.002.002
დიდგორობის დღის დაწესების შესახებ

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №439

2003 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი

დიდგორობის დღის დაწესების შესახებ

დიდგორის ბრძოლა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეულად მნიშვნელოვანია. მეფე დავით აღმაშენებლის შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგად იგი იქცა ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლიერებისათვის დაწყებული ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპად, ქართველი ერის უკვდავი სულის, წინაპართა ტრადიციების, სამშობლოსათვის თავდადების გამოხატულებად.

მადლიერმა ქართველმა ხალხმა დიდგორის ველზე ძეგლი დაუდგა ქვეყნისათვის თავდადებულ გმირებს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის უკვდავი მემორიალით.

დიდგორის, როგორც საქართველოს გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოს, მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღსანიშნავად:

1. დაწესდეს დიდგორობის დღე და იგი აღინიშნოს ყოველი წლის სექტემბრის პირველ შაბათს.

2. სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა ხელი შეუწყონ დიდგორობის დღესასწაულის მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე მოწყობას.

3. ეთხოვოთ საქართველოს ტელერადიომაუწყებლობასა (ზ.შენგელია) და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს გააშუქონ დიდგორობის დღესასწაულის მომზადებისა და გამართვის მიმდინარეობა.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია