ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
322
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-03
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.05.002.002
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №322

2003 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ

ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და კომპანია INTERGRAIN LLC-ის შემოთავაზებული წინადადების შესაბამისად ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და კომპანია INTERGRAIN LLC-ის წინადადება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ.

2. ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის ასაშენებლად ქ. ფოთის მერიამ (დ.ქანთარია) და ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კომპანია INTERGRAIN LLC-ს იჯარით გამოუყონ საჭირო მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ    (მ.ნიკოლაიშვილი),    შინაგან    საქმეთა   სამინისტრომ (კ.ნარჩემაშვილი), საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ (ა.ბეჟანიშვილი), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.გამყრე­ლიძე) კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინონ ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და კომპანია INTERGRAIN LLC-ს ამ ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო საკითხების მოგვარებაში.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია